ჩვენს შესახებ

about us

შპს ,, ვიპაუდიტი“ წარმოადგენს პროფესიონალთა გუნდს, რომლებსაც გააჩნიათ კვალიფიციური თეორიული ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. კომპანიის ყველა აუდიტორი სერტიფიცირებულია მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალი ბუღალტრის საკვალიფიკაციო ACCA პროგრამით და გააჩნიათ აუდიტის მუდმივი სერტიფიკატები.
ჩვენი გამოცდილება მოიცავს ნებისმიერი სფეროსა და ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის სუბიექტების მომსახურებას.

ჩვენ ვართ ACCA-ს ლექტორები და წარჩინებული კურსდამთავრებულები.

ACCA - ის (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) სასწავლო პროგრამა შეიქმნა ინგლისში 1904 წელს. იგი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიონალური მომზადების საუკეთესო პროგრამა.

ACCA - ის საერთაშორისო პროგრამა საქართველოში დაიწყო 1999 წელს. ინგლისური პროგრამის ცენტრი არის ქალაქ გლაზგოში და პროგრამაც მათი ინსტრუქციით მიმდინარეობს.

ACCA - ს ჰყავს 370 000 წევრი და სტუდენტი მსოფლიოს 136 ქვეყანაში;

ACCA - სპროგრამის საშუალებით შესაძლებელია ბუღალტერთა და აუდიტორთა მომზადება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მიიღწევა ინტენსიური მომზადებითა და პროფესიულ საგნებში გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად.
ეს არის სწავლების სამი დონე და 14 წიგნი:

I დონე

1. ბუღალტერი ბიზნესში
2. ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები
3. მმართველობითი ინფორმაცია

II დონე

4. საინფორმაციო სისტემები
5. ბიზნეს-სამართალი
6. საგადასახადო დაბეგვრა
7. ფინანსური მენეჯმენტი
8. აუდიტის საფუძვლები
9. აღრიცხვის და აუდიტის პრაქტიკა

III დონე

10. აუდიტი და მარწმუნებელი საქმიანობა
11. საქმიანობის შედეგების მართვა
12. ბიზნესის სრატეგიული დაგეგმვა და განვითარება (მარკეტინგი)
13. კორპორაციული ანგარიშგება
14. კორპორაციული ფინანსების სტრატეგიული მართვა


მხოლოდ პროგრამის სრული კურსის, 14 წიგნის ჩაბარების შემდეგ სტუდენტებს (რომლებიც ამავე დროს ეწევიან პრაქტიკულ საქმიანობას) ეძლევათ საშუალება მიიღონ პროფესიონალი ბუღალტრისა და აუდიტორის წოდება.