ფინანსური აუდიტი

ფინანსური აუდიტი
oooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooo
ქვეყნის ეკონომიკა საჭიროებს ინვესტიციებს, რომლის მისაღებად აუცილებელია ინვესტორების დარწმუნება სახსრების დაბანდების მიზანშეწონილობაში, რისთვისაც მათ წინასწარ უნდა წარედგინოთ ინფორმაცია ეკონომიკური სუბიექტის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ. ობიექტურ დოკუმენტს, რომელიც ასახავს ორგანიზაციის მდგომარეობას და მისი სამეურნეო საქმიანობის შედეგებს, წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგება.

უცხოელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან ფინანსური ინფორმაციის უტყუარობაში, ამიტომ ანგარიშგება უნდა იყოს შედგენილი უცხოელი ინვესტორებისთვის გასაგები წესებით, ხოლო მისი უტყუარობა უნდა დადასტურდეს გარე აუდიტის ჩატარების გზით, იმ პროცედურების გამოყენებით, რომლებიც მიღებულია მსოფლიო სტანდარტით.

რაღა თქმა უნდა ადგილობრივი ინვესტორებიც ასევე დაინტერესებულნი არიან სამამულო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების უტყუარობით, რის რწმუნებასაც მათ აძლევს მაღალკვალიფიციური აუდიტორების მიერ კეთილსინდისიერად მომზადებული აუდიტის დასკვნა.

ყველაფერი ეს აშკარას ხდის აუდიტისადმი ერთიანი მიდგომის აუცილებლობას როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში.


ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ აუდიტორულ მომსახურებას