კითხვა-პასუხი

მოგვწერეთ კითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე, ჩვენ წერილობით
მოგაწვდით დასაბუთებულ პასუხებს

===========================================================================

კითხვა - მეწარმე, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად ეწევა რამოდენიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის ერთ-ერთი შემდეგი სახისაა: მას იჯარით აქვს აღებული ე.წ. ,,ყვითელი სამარშრუტო ტაქსი" იურიდიული პირისაგან და ახდენს მგზავრთა მომსახურებას შიდა საქალაქო მარშრუტზე ფიქსირებული 80 თეთრიანი ტარიფით. ამ მომსახურებით მიღებული შემოსავალი მეწარმეს ასახული აქვს ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.
გთხოვთ მიპასუხოთ, ვრცელდება თუ არა აღნიშნულ მომსახურებაძე საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის ,,მ" პუნქტის ნორმა (ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-საგან გათავისუფლება).


პასუხი - მოგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის ,,მ" პუნქტის თანახმად ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-საგან გათავისუფლებულია ,,რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურების გაწევა".
,,რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის №619 ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად განისაზღვრა შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული მგზავრთა გადაყვანა, ხოლო მეორე პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად შესაძლებელია განისაზღვროს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M2 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ თქვენ ახორციელებთ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით მომსახურებას, თქვენს მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე გავრცელდება ცცკ-ს 168-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის ,,მ" ქვეპუნქტით დადგენილი გადასახადისაგან გათავისუფლება[/i]

===========================================================================


კითხვა - შპს, რომელიც წარმოადგენს კვების ობიექტს, მომხმარებელს სთავაზობს უცხოურ კერძებს (პირობითად იტალიურს). საქმიანობის დასაწყისში, ამისათვის დაქირავებული ჰყავდა იტალიელი მზარეულები, რომლებიც რამოდენიმე თვის განმავლობაში განახორციელებდნენ სათანადო სწავლებას ადგილობრივი მზარეულებისათვის. თავისთავად ცხადია, რომ სწავლების პროცესში გამოყენებული იქნა ნედლეული და მასალები.
გთხოვთ მიპასუხოთ, შეუძლია თუ არა შპს-ს სწავლების პროცესში გამოყენებული მასალების ღირებულების სრულად გამოქვითვა ერთობლივი შემოსავლიდან და ამ შემთხვევაში აქვს თუ არა მას დღგ-ს ჩათვლის უფლება.

პასუხი - სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან. გარდა იმ ხარჯებისა რომლების ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
ამავე კოდექსის თანახმად, თუ სახვა რამ არ არის განსაზღვრული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სწავლების პროცესში გამოყენებული მასალების შეძენაზე გაწეული ხარჯი დაკავშირებულია ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან, რა თქმა - უნდა გამოიქვითება.
სსკ-ს173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დღგ-ს ჩათვლა არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ს თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.
დღგ-ს ჩათვლასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სსკ-ს 174-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით თუ თქვენს მიერ შეძენილი საქონელი/მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში (გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დღგ-ს ჩათვლა განხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
ხოლო, თუ თქვენ არ ხართ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირი, 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება მასალების ღირებულება სრულად.

==========================================================================