საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო აუდიტი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი:

მუხლი 53. საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება

1. საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი.

2. პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.

გადასახადის სახეები

არსებობს საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი სახის გადასახადები.
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია:

• საშემოსავლო გადასახადი
• მოგების გადასახადი
• დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ)
• აქციზი
• იმპორტის გადასახადი

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები დაწესებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, რომელთა გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ადგილობრივი გადასახადებია:

• ქონების გადასახადი

ადგილობრივი გადასახადის შემოღებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი განაკვეთების ფარგლებში, რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე.


საგადასახადო ვალდებულებების სრული და დროული დეკლარირება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გაძლევთ ,,პატიოსანი გადამხდელი“-ს სტატუსს. დამეთანხმებით, ეს სტატუსი ყველა იმიჯზე ძლიერია. ამავე დროს დაცული ხართ ნებისმიერი სახის რისკებისა და სანქცია-საურავისგან. ამის გარანტიას კი მოგცემთ მხოლოდ მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული საგადასახადო ვალდებულებების აუდიტი.